»

Georgian English
 
 
 

13 მაისი, 2016

კოჯრის წყალმომარაგება, ფაზა II


ინფრასტრუქტურის განვითარების და მშენებლობის კომპანიამ დაასრულა წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაბა კოჯორში. სამუშაოები ითვალისწინებდა კოჯორში კეცხოველის, აზეულას, იუნკერების, ერისთავის და ბაქრაძეს ქუჩების ტერიტორიაზე ხუთ კილომეტრიანი წყალსადენის ქსელის მოწყობას და სასმელი წყლის მიწოდებას მოსახლეობისთვის.

24 იანვარი, 2016

კოჯრის წყალმომარაგება, დაბა კოჯორი

 

ინფრასტრუქტურის განვითარების და მშენებლობის კომპანიამ დაასრულა წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები დაბა კოჯორში. სამუშაოები ითვალისწინებდა კოჯორში სკოლის ქუჩის ტერიტორიაზე დაახლეობით ერთ კილომეტრიანი წყალსადენის ქსელის მოწყობას და სასმელი წყლის მიყვანას მოსახლეობამდე და დაბა კოჯრის 214–ე საჯარო სკოლამდე.

30 ნოემბერი, 2015

კოჯრის წყალმომარაგება, თბილისი
 
ინფრასტრუქტურის განვითარების და მშენებლობის კომპანიამ ხელი მოაწერა ახალ ხელშეკრულებას შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან" (GWP Ltd), რომელიც ითვალსიწინებს დაბა კოჯორში წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციას. წყალსადენის საერთო სიგრძე 1 კილომეტრია.

29 ივნისი, 2015

EBRD-ის ვიზიტი ლუხუნი ჰესზე

ლუხუნი II ჰესის სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირების მიზნით, 29 ივნისს სოფელ ურავს სტუმრობდნენ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლები. ამჟამად, ბანკი იხილავს პროექტის დაფინანსების საკითხებს.

27 მაისი, 2015

ვიზიტი ლუხუნი II ჰესზე

ლუხუნი II ჰესის სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირების მიზნით, 27 მაისს სოფელ ურავს სტუმრობდნენ საქართველოს საპარტნიორო ფონდისა და შვეიცარული კომპანია „შტუკის“ წარმომადგენლები. ამჟამად, კომპანია „შტუკი“ ამზადებს ლუხუნი II ჰესის ტექნიკური ექსპერტიზის ანგარიშს, ხოლო საპარტნიორო ფონდი განიხილავს მშენებლობის დაფინანსების საკითხებს.

15 მარტი, 2015

ლუხუნი II ჰესის სადერივაციო გვირაბის მოსახვა


ინფრასტრუქტურის განვთარების და მშენებლობის კომოანიამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ამბროლაურის რაიონის სოფელ ურავში ლუხუნი II ჰესის სადერივაციო გვირაბის ბეტონით მოსახვის სამუშაოებზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია გვირაბის მოსახვა რკინა-ბეტონითა და შხეფ-ბეტონით 1110 მეტრ გრძივ მეტრზე.ინფრასტრუქტურის განვთარების და მშენებლობის კომოანიამ ხელი

17 თებერვალი, 2015

კახა კალაძე: ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა საქართველოს დამოუკიდებლობის ტოლფასია
 
"თიბისი ბანკის" ორგანიზებით და ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით, დღეს ენერგოკონფერენცია იმართება. ენერგო-კონფერენციის მიზანია საქართველოს ენერგეტიკის სფეროში არსებული გამოწვევებისა და სამომავლო განვითარების პერსპექტივების განხილვა, ასევე მთავრობის წარმომადგენლებს, სექტორის ძირითად მოთამაშეებსა და დარგის სპეციალისტებს შორის გამოცდილების გაზიარება.
იხილეთ სრულად

		

5 თებერვალი, 2015

ინფრასტრუქტურის განვითარების და მშენებლობის კომპანიამ დაასრულა კასპის მუნიციპლიტეტის სოფლებში კავთსიხევსა და თვალადში გაზსადენის მშენებლობა. ობიექტის ჩაბარებას ესწრებოდნენ დამკვეთის - კომპანია მდმ სერვისის წარმომადგენელბი.

24 დეკემბერი, 2014

ინფრასტრუქტურის განვითარების და მშენებლობის კომპანიამ დაასრულა ბოლნისის მუნიციპლიტეტის სოფელ სავანეთში გაზსადენის მშენებლობა. ობიექტის ტესტირებას და ჩაბარებას ესწრებოდნენ კომპანია სოკარ ჯორჯია გაზის წარმომადგენლები.

10 ნოემბერი, 2014 წელი

ინფრასტრუქტურის განვითარების და მშენებლობის კომპანიამ ხელი მოაწერა ახალ ხელშეკრულებას, რომელიც ითვალსიწინებს კასპის მუნიციპლიტეტის სოფლებში კავთისხევსა და თვალადში გაზსადენის მშენებლობას. პროექტით გათვალსიწინებულია, როგორც მიწისქვეშა ასევე საჰაერო ფოლადის გაზსადენის მშენებლობა. გაზსადენის საეთო სიგრძე 23 კილომეტრია.

Назад Вперед